გადაწყვეტილება N 52 შ.პ.ს.”სკს”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 52 / 5

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 16, 2001

მიღების თარიღი თებერვალი 16, 2001

შ.პ.ს.”სკს”-ს კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა  და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში  სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად კომისიამ

 გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სკს”-ს (რეგისტრირებული ქ.თბილისის ვაკის რაიონული სასამართლოს 1996 წლის        22 ივლისის N5/4-651  დადგენილებით):

         ლიცენზია N 649 გაცემული 24.07.98, მოქმედების ვადა ორი (2) წელი

ლიცენზიის სახე: საფოსტო კავშირით მომსახურება

ლიცენზიის სახეობა: ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო გზავნილების მიღებით, გაგზავნით და დატარებით მომსახურება

ლიცენზიის საგანი: მოსახლეობის მომსახურება ყველა სახის საფოსტო გზავნილებით (წერილები, ბარათები, ბანდეროლები, ამანათები, ფულის გზავნილები)

2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

          

                           კომისიის  თავმჯდომარე:                                  ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები