გადაწყვეტილება N 56 ინდ.მეწარმე ”მარლენ გრიგალაშვილი”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 56 / 5

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 16, 2001

მიღების თარიღი თებერვალი 16, 2001

ინდ.მეწარმე ”მარლენ გრიგალაშვილი”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად კომისიამ

 გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში ინდ.მეწარმე ”მარლენ გრიგალაშვილი”-ს (რეგისტრირებული ქ.თბილისის საბურტალოს  რაიონული სასამართლოს 1995 წლის 9 მარტის  N5ა-1-202  დადგენილებით):

       ლიცენზია N450  გაცემული 20.03.98წ - მოქმედების ვადა 09.02.2001 წ.

ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება

ლიცენზიის სახეობა: საკაბელო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურება

ლიცენზიის საგანი: გამოეყოს  30 სატელევიზიო არხი: C01 ;C02; C03; C05; C07; C08; C09; C010; C011;

SC01; SC02; SC03; SC04; SC05; SC06; SC07; SC08; SC09; SC10; SC11; SC12; SC13; SC14; SC15;

SC16; SC17; SC18; SC19; SC20; SC21;  100÷110  დბ/მვ გამოსასვლელი დონის სათაო სადგურის

გამოყენებით,   იონა ვაკელის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას 3 კვარტლამდე საკაბელო ქსელის შესაქმნელად

   2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

                            კომისიის  თავმჯდომარე:                                         ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები