გადაწყვეტილება N 57 შ.პ.ს.”გურია”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარების, მისი კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 57 / 1

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 16, 2001

მიღების თარიღი თებერვალი 16, 2001

  შ.პ.ს.”გურია”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარების,  მისი კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 391 და 54-ე მუხლების, აგრეთვე "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად კომისიამ

 გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.მოდიფიცირებულ იქნეს და გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „გურია”-ს (რეგისტრირებული ქ. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 30 სექტემბრის N44/4-173  დადგენილებით):

ლიცენზია N  1153 გაცემული 29.09.99წ - მოქმედების ვადა 17.11.1999 წ.

ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება.

ლიცენზიის სახეობა: საეთერო ტელერადიომაუწყებლობა.

ლიცენზიის საგანი: ტელემაუწყებლობა თავისუფალი საეთერო დროის გამოყენებით. (ქ.ოზურგეთი და მისი მიმდებარე ტერიტორია).

2.სატელევიზიო არხის ტექნიკური პარამეტრები დაზუსტდეს კომისიის მიერ;

3.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

4.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ.კვერენჩხილაძეს.

კომისიის  თავმჯდომარე:                                         ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები