გადაწყვეტილება N 6 შ.პ.ს.”ედელვაისი”-ს კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 25, 2001
მიღების თარიღი იანვარი 25, 2001
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 391-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1.დიფიცირებულ იქნეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ედელვაისი”-ს (რეგისტრირებული ქ. წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 1996 წლის 17 ივლისის N59/4-51 დადგენილებით):
ლიცენზია N 841 გაცემული 23.03.99 წ - მოქმედების ვადა 12.02.2003წ.
ლიცენზიის სახე - სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება;
ლიცენზიის სახეობა საეთერო ტელერადიომაუწყებლობა;
ლიცენზიის საგანი - სატელევიზიო მაუწყებლობა მე-3 სატელევიზიო არხზე 10 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით(მეორადი გამოყენების უფლებით).
2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;
3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.
კომისიის თავმჯდომარე
ვ.აბაშიძე.