გადაწყვეტილება N 62 “საქართველოს ტელევიზია და რადიომაუწყებლობა “- სათვის საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 62 / 7

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 23, 2001

მიღების თარიღი თებერვალი 23, 2001

„საქართველოს ტელევიზია და რადიომაუწყებლობა „- სათვის საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად 

გადაწყვიტა:

    

1.      მიეცეს ნებართვა „საქართველოს ტელევიზია და რადიომაუწყებლობა”-ს  შემოიტანოს საქართველოს  ტერიტორიაზე   მაღალსიხშირული  მოწყობილობა – Q601FM ტიპის რადიოსამაუწყებლო გადამცემი.   

 

2.      ეთხოვოს „საქართველოს ტელევიზია და რადიომაუწყებლობა”-ს       გადამცემის შემოტანის შესახებ წერილობით აცნობოს საქართველოს        კომუნიკაციების    ეროვნულ კომისიას

  

3.      აღირიცხოს მაღალშიხშირული მოწყობილობა მონაცემთა ბაზაში.

 

4.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურის უფროსს  თ.ძაგნიძეს.

 

                        კომისიის თავმჯდომარე                      ვ.აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები