გადაწყვეტილება N 63 საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის რადიო მოწყობილობის განთავსებაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 63 / 7

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 23, 2001

მიღების თარიღი თებერვალი 23, 2001

საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის რადიო მოწყობილობის განთავსებაზე ნებართვის გაცემის შესახებ

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს ნებართვა საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიას შ.პ.ს. „ჰორიზონტთან” შეთანხმებით კოჯორის მთაზე შ.პ.ს. „ჰორიზონტის” კუთვნილ ანძაზე რადიო მოწყობილობის  განთავსებაზე:

·        1 ცალი გადამცემი (რიპიტერი) მოდელი GP300 Motorola გამოსავალი სიმძლავრით 0-45 ვტ.

·        ზემოთაღნიშნული რადიო მოწყობილობა გამოყენებულ იქნება საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიისათვის გამოყოფილ სიხშირეებზე 159,775 მგჰც (მიმღები სიხშირე) და 164,925 მგჰც(გადამცემი სიხშირე).

2.      აღირიცხოს საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის დამონტაჟებისათვის განკუთვნილი რადიო მოწყობილობა შესაბამის მონაცემთა ბაზაში შეტანის მიზნით.

3.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურის უფროსს თემურ ძაგნიძეს.

კომისიის თავჯდომარე                                                                                         ვახტანგ აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები