გადაწყვეტილება N 7 შ.პ.ს.”ედელვაისი”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 7 / 5

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 25, 2001

მიღების თარიღი იანვარი 25, 2001

შ.პ.ს.”ედელვაისი”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო  მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს  კომუნიკაციების ეროვნულმა  კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის  54-ე მუხლისა და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ” კომისიის დადგენილების  მე-2 მუხლის შესაბამისად 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ედელვაისი” (რეგისტრირებული ქ. წყალტუბოს  რაიონული სასამართლოს 1996 წლის 17 ივლისის N59/4-51  დადგენილებით):

ლიცენზია N 841 გაცემული 23.03.99 წ - მოქმედების ვადა 12.02.2003წ.

ლიცენზიის სახე - სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება;

ლიცენზიის სახეობა – საეთერო ტელერადიომაუწყებლობა;

ლიცენზიის საგანი  - სატელევიზიო მაუწყებლობა მე-3 სატელევიზიო არხზე 10 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით(მეორადი გამოყენების უფლებით).

2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის  თავმჯდომარე

ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები