გადაწყვეტილება N 71 შ.პ.ს.”ავლარი”-ს კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 71 / 2

გამოქვეყნების თარიღი მარტი 02, 2001

მიღების თარიღი მარტი 02, 2001

შ.პ.ს.”ავლარი”-ს კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და  უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 391 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მოდიფიცირებულ იქნეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ავლარი”-ს (რეგისტრირებული ქ. თბილისის ისნის რაიონული სასამართლოს 1995 წლის 22  სექტემბრის  N7/4-57   დადგენილებით):

ლიცენზია N  1141 გაცემული 01.09.99, მოქმედების ვადა 20.08.2002 წელი.

ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება

ლიცენზიის სახეობა: საეთერო ტელერადიომაუწყებლობა

ლიცენზიის საგანი: ტელემაუწყებლობის ორგანიზება მე-14 სატელევიზიო არხზე (239,25-245,75 მგჰც) მეორად საფუძველზე, 50 ვტ სიმძლავრის გამოყენებით (გარდაბნის რაიონი, სოფ. მუხროვანი ).

2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის  თავმჯდომარე                                   ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები