გადაწყვეტილება N 72 შ.პ.ს.”ავლარი”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 72 / 5

გამოქვეყნების თარიღი მარტი 02, 2001

მიღების თარიღი მარტი 02, 2001

შ.პ.ს.”ავლარი”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა  და  უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში  სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და"კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ავლარი”-ს (რეგისტრირებული ქ. თბილისის ისნის რაიონული სასამართლოს 1995 წლის 22  სექტემბრის  N7/4-57   დადგენილებით):

ლიცენზია N  1141 გაცემული 01.09.99, მოქმედების ვადა 20.08.2002 წელი.

ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება

ლიცენზიის სახეობა: საეთერო ტელერადიომაუწყებლობა

ლიცენზიის საგანი: ტელემაუწყებლობის ორგანიზება მე-14 სატელევიზიო არხზე (239-245,75 მგჰც) მეორად საფუძველზე, 50 ვტ სიმძლავრის გამოყენებით (გარდაბნის რაიონი, სოფ. მუხროვანი).

2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის თავმჯდომარე                                       ვ. აბაშიძე  

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები