გადაწყვეტილება N 74 შ.პ.ს.”აიეტი”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 74 / 5

გამოქვეყნების თარიღი მარტი 02, 2001

მიღების თარიღი მარტი 02, 2001

შ.პ.ს.”აიეტი”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა  და  უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში  სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „აიეტი”-ს (რეგისტრირებული ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1996 წლის  8  იანვარის N4/4-273  დადგენილებით):

ლიცენზია N 369 გაცემული 26.11.97, მოქმედების ვადა 20.11.2000 წელი

ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშრისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება

ლიცენზიის სახეობა: საკაბელო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურება

ლიცენზიის საგანი: 1-ლი, მე-2, მე-3, მე-5, მე-7, მე-8, მე-10, მე-11, მე-12, 21-ე, 22-ე, 23-ე, 24-ე, 26-ე, 27-ე, 28-ე, 29-ე, 30-ე, 31-ე სატელევიზიო არხები 86 დბ სიმძლავრის სათაო სადგურის გამოყენებით (ქ. თბილისის, ნუცუბიძის პლატო, ვაჟა-ფშაველა, თემქა-მუხიანი-გლდანი, სანზონა-დიდუბე-დიღომი-დიდი-დიღომის მიკრო რაიონები)

2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის თავმჯდომარე:                                  ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები