გადაწყვეტილება N 75 შ.პ.ს.”რადიოცენტრი პლუსი”-ს კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 75 / 2

გამოქვეყნების თარიღი მარტი 02, 2001

მიღების თარიღი მარტი 02, 2001

შ.პ.ს.”რადიოცენტრი პლუსი”-ს  კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და  უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში  სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ   „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ”  საქართველოს კანონის 391 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მოდიფიცირებულ იქნეს  შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „რადიოცენტრი პლუსი”-ს (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 24 დეკემბრის N5ა/4-2398  დადგენილებით):

ლიცენზია N 327 გაცემული 08.09.97, მოქმედების ვადა სამი (3) წელი.

ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება

ლიცენზიის სახეობა: საეთერო ტელერადიომაუწყებლობა

ლიცენზიის საგანი: 103.9 მგჰც  სამუშაო სიხშირე, გადამცემის სიმძლავრე 1 კვტ.”RDS სისტემის გამოყენებით” (ქ.თბილისი).

2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;                                                                                                

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის თავმჯდომარე:                                        ვ.აბაშიძე.    

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები