გადაწყვეტილება N 76 შ.პ.ს.”რადიოცენტრი პლუსი”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 76 / 5

გამოქვეყნების თარიღი მარტი 02, 2001

მიღების თარიღი მარტი 02, 2001

  შ.პ.ს.”რადიოცენტრი პლუსი”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და  უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში  სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და"კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „რადიოცენტრი პლუსი”-ს (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 24 დეკემბრის N5ა/4-2398  დადგენილებით):

ლიცენზია N 327 გაცემული 08.09.97, მოქმედების ვადა სამი (3) წელი.

ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება

ლიცენზიის სახეობა: საეთერო ტელერადიომაუწყებლობა

ლიცენზიის საგანი: 103.9 მგჰც  სამუშაო სიხშირე, გადამცემის სიმძლავრე 1 კვტ.”RDS სისტემის გამოყენებით” (ქ.თბილისი)

2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;                                                                                                

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის

უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის  თავმჯდომარე:                                 ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები