გადაწყვეტილება N 77 შ.პ.ს.”მზე”-ს მისი კუთვნილი ლიცენზიების მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 77 / 2

გამოქვეყნების თარიღი მარტი 02, 2001

მიღების თარიღი მარტი 02, 2001

შ.პ.ს.”მზე”-ს  მისი კუთვნილი ლიცენზიების მოდიფიცირებისა და  უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში  სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 391  მუხლის მე-3 პუნქტის  შესაბამისად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მოდიფიცირებულ იქნეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მზე”-ს (რეგისტრირებული ქ. რუსთავის სასამრთლოს 1997 წლის 22 დეკემბრის 9/4-333 დადგენილებით):

            ლიცენზია N 901 გაცემული 04.99, მოქმედების ვადა 19.03.2009 წელი

ლიცენზიის სახე: თანამგზავრული ან/და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება

ლიცენზიის სახეობა: საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურება თანამგზავრული სადგურის გამოყენებით

ლიცენზიის საგანი: მიწისზედა თანამგზავრული სადგურის მშენებლობა, ექსპლუატაცია და მომსახურება ქ.თბილისში შემდეგი სამუშაო სიხშირეების გამოყენებით: მიღებაზე – 10,95-11,45 გგჰც და გადაცემაზე 14,0-14,5 გგჰც

ლიცენზია N 902 გაცემული 04.99, მოქმედების ვადა 19.03.2009 წელი

ლიცენზიის სახე: თანამგზავრული ან/და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება

ლიცენზიის სახეობა: მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება თანამგზავრული სისტემის გამოყენებით.

ლიცენზიის საგანი: მონაცემთა გადაცემის ქსელის მშენებლობა, ექსპლუატაცია და მომსახურება

ლიცენზია N 905 გაცემული 04.99, მოქმედების ვადა 19.03.2009 წელი

ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება

ლიცენზიის სახეობა: ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურება

ლიცენზიის საგანი: ადგილობრივი სატელეფონო სადგურების მშენებლობა, ექსპლუატაცია, მომსახურება

ლიცენზია N 906 გაცემული 04.99, მოქმედების ვადა 19.03.2009 წელი

ლიცენზიის სახე: თანამგზავრული ან/და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება

ლიცენზიის სახეობა: საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურება თანამგზავრული სადგურის გამოყენებით

ლიცენზიის საგანი: საერთაშორისო სატელეფონო კავშირის ორგანიზება 8-13 კოდის გამოყენებით

2. მოდიფიცირებულ იქნეს შ.პ.ს.”მზე”-ს NN 901, 902, 905 და 906 ლიცენზიები საკუთარი განცხადების თანახმად და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქრთველოს კანონის 391-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე განსაკუთრებული პირობებით გათვალისწინებული პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა განესაზღვროს 2001 წლის 1 ივლისამდე. 

3. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

4.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის  უფროსს        გ. კვერენჩხილაძეს.

            

კომისიის  თავმჯდომარე:                                   ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები