გადაწყვეტილება N 78 შ.პ.ს.”მზე”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 78 / 5

გამოქვეყნების თარიღი მარტი 02, 2001

მიღების თარიღი მარტი 02, 2001

შ.პ.ს.”მზე”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა  და

უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში  სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია  „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და"კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად კომისიამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მზე”-ს (რეგისტრირებული ქ. რუსთავის სასამრთლოს 1997 წლის 22 დეკემბრის 9/4-333 დადგენილებით):

            ლიცენზია N 901 გაცემული 04.99, მოქმედების ვადა 19.03.2009 წელი

ლიცენზიის სახე: თანამგზავრული ან/და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება

ლიცენზიის სახეობა: საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურება თანამგზავრული სადგურის გამოყენებით

ლიცენზიის საგანი: მიწისზედა თანამგზავრული სადგურის მშენებლობა, ექსპლუატაცია და მომსახურება ქ.თბილისში შემდეგი სამუშაო სიხშირეების გამოყენებით: მიღებაზე – 10,95-11,45 გგჰც და გადაცემაზე 14,0-14,5 გგჰც

ლიცენზია N 902 გაცემული 04.99, მოქმედების ვადა 19.03.2009 წელი

ლიცენზიის სახე: თანამგზავრული ან/და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება

ლიცენზიის სახეობა: მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება თანამგზავრული სისტემის გამოყენებით.

ლიცენზიის საგანი: მონაცემთა გადაცემის ქსელის მშენებლობა, ექსპლუატაცია და მომსახურება

ლიცენზია N 905 გაცემული 04.99, მოქმედების ვადა 19.03.2009 წელი

ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება

ლიცენზიის სახეობა: ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურება

ლიცენზიის საგანი: ადგილობრივი სატელეფონო სადგურების მშენებლობა, ექსპლუატაცია, მომსახურება

ლიცენზია N 906 გაცემული 04.99, მოქმედების ვადა 19.03.2009 წელი

ლიცენზიის სახე: თანამგზავრული ან/და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება

ლიცენზიის სახეობა: საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურება თანამგზავრული სადგურის გამოყენებით

ლიცენზიის საგანი: საერთაშორისო სატელეფონო კავშირის ორგანიზება 8-13 კოდის გამოყენებით

2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის   უფროსს        გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის  თავმჯდომარე:                                    ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები