გადაწყვეტილება N 79 შ.პ.ს.”ტელეკომპანია ობიექტივი”-ს კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ

ნომერი: 79 / 5

გამოქვეყნების თარიღი მარტი 09, 2001

მიღების თარიღი მარტი 09, 2001

შ.პ.ს.”ტელეკომპანია ობიექტივი”-ს  კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 391  მუხლის მე-3 პუნქტის  შესაბამისად

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მოდიფიცირებულ იქნეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ტელეკომპანია ობიექტივი”-ს (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 9 თებერვლის 5/4-2747 დადგენილებით):

ლიცენზია N 499 გაცემული 21.04.98, მოქმედების ვადა ხუთი (5) წელი

ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობა

ლიცენზიის სახეობა: საეთერო ტელერადიომაუწყებლობა

ლიცენზიის საგანი: დეციმეტრული დიაპაზონის 35-ე სატელევიზიო არხი 2 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით (ქ.თბილისი);

2. მოდიფიცირებულ იქნეს ლიცენზია N499 საკუთარი განცხადების თანახმად და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქრთველოს კანონის 391-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე განსაკუთრებული პირობებით გათვალისწინებული პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა განესაზღვროს 2001 წლის 1 ივლისამდე;

3. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

4.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის  უფროსს   გ. კვერენჩხილაძეს.

            

კომისიის თავმჯდომარე:                                                                              ვ.აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები