გადაწყვეტილება N 8 შ.პ.ს.”ა+ბ”-ს ლიცენზიების მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 8 / 2

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 25, 2001

მიღების თარიღი იანვარი 25, 2001

შ.პ.ს.”ა+ბ”-ს ლიცენზიების მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის  39-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მოდიფიცირებულ იქნეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ა+ბ”-ს (რეგისტრირებული ქ.თბილისის ვაკის რაიონის  სასამართლოს 1998 წლის 5 იანვრის N5/4-1539  დადგენილებით):

ა). ლიცენზია N 599 გაცემული 28.09.98 წ - მოქმედების ვადა სამი(3) წელი.

ლიცენზიის სახე –ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება;

ლიცენზიის სახეობა – საკაბელო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელის მომსახურება;

ლიცენზიის საგანი  - საკაბელო სატელევიზიო მაუწყებლობა, 1-ლი (48,5-56,5მგჰც) და მე-11 (214,0-222,0 მგჰც) სატელევიზიო არხი( ქ.თბილისი, ნუცუბიძის ქუჩის ბოლო).

ბ). ლიცენზია N 863 გაცემული 28.09.98 წ - მოქმედების ვადა 12.02.2004 წ.ლიცენზიის სახე –ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება;

ლიცენზიის სახეობა – საკაბელო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელის მომსახურება;

ლიცენზიის საგანი  - საკაბელო ქსელით მაუწყებლობისათვის, მე-3 (77,25-83,75მგჰც) და მე-7 CKT-04 (135,25-141,75 მგჰც) და CKT-06 (151,25-157,75 მგჰც)  სატელევიზიო არხები მეორადი გამოყენების უფლებით( ქ.თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირის 3-4-5-6-7 კვარტლები და ნუცუბიძის პლატო).

2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის  თავმჯდომარე

ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები