გადაწყვეტილება N 80 შ.პ.ს.”ვანექსი”-ს კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 80 / 2

გამოქვეყნების თარიღი მარტი 09, 2001

მიღების თარიღი მარტი 09, 2001

შ.პ.ს.”ვანექსი”-ს  კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და  უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 391 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.მოდიფიცირებულ იქნეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ვანექსი”-ს (რეგისტრირებული ქ. თბილისის საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1998 წლის 16 აპრილის N5ა/4-1626  დადგენილებით):

ლიცენზია N573 გაცემული 24.06.98, მოქმედების ვადა 29.05.2003 წელი

ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება

ლიცენზიის სახეობა: მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის საკაბელო ქსელით მომსახურება

ლიცენზიის საგანი: მონაცემთა გადაცემის ქსელით მომსახურება.

2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს   გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის  თავმჯდომარე:                                         ვ.აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები