გადაწყვეტილება N 82 შ.პ.ს.”რუსთავი-2 ონლაინი”-ს კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 82 / 2

გამოქვეყნების თარიღი მარტი 09, 2001

მიღების თარიღი მარტი 09, 2001

შ.პ.ს.”რუსთავი-2 ონლაინი”-ს კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში  სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 391 მუხლის შესაბამისად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.მოდიფიცირებულ იქნეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „რუსთავი-2 ონლაინი”-ს (რეგისტრირებული ქ. სოხუმის საქალაქო და რაიონული სასამართლოს 2000 წლის 6 აპრილის Nა/4100/4-10  დადგენილებით):

ლიცენზია N1225 გაცემული 28.09.99, მოქმედების ვადა 17.09.2009 წელი

ლიცენზიის სახე: თანამგზავრული ან/და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება

ლიცენზიის სახეობა: მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება თანამგზავრული სისტემის გამოყენებით.

ლიცენზიის საგანი: მონაცემთა გადაცემის ქსელის აგება დამომსახურება; მიწისზედა თანამგზავრული სადგურის საშუალებით ინტერნეტში ჩართვა და ინტერნეტ სერვის პროვაიდერობა.

2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის  თავმჯდომარე:                                                                                         ვ.აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები