გადაწყვეტილება N 83 შ.პ.ს.”რუსთავი-2 ონლაინი”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 83 / 5

გამოქვეყნების თარიღი მარტი 09, 2001

მიღების თარიღი მარტი 09, 2001

შ.პ.ს.”რუსთავი-2 ონლაინი”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა  და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში  სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და  "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „რუსთავი-2 ონლაინი”-ს (რეგისტრირებული ქ. სოხუმის საქალაქო და რაიონული სასამართლოს 2000 წლის 6 აპრილის Nა/4100/4-10  დადგენილებით):

ლიცენზია N1225 გაცემული 28.09.99, მოქმედების ვადა 17.09.2009 წელი

ლიცენზიის სახე: თანამგზავრული ან/და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება

ლიცენზიის სახეობა: მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება თანამგზავრული სისტემის გამოყენებით.

ლიცენზიის საგანი: მონაცემთა გადაცემის ქსელის აგება დამომსახურება; მიწისზედა თანამგზავრული სადგურის საშუალებით ინტერნეტში ჩართვა და ინტერნეტ სერვის პროვაიდერობა.

2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის  თავმჯდომარე:                                          ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები