გადაწყვეტილება N 85 შ.პ.ს. ”მოქალაქეთა და ქონების დაცვის სამსახური”-სათვის ოპერატიული კავშირისათვის სამუშაო სიხშირეები სგამოყოფის შესახებ

ნომერი: 85 / 7

გამოქვეყნების თარიღი მარტი 09, 2001

მიღების თარიღი მარტი 09, 2001

შ.პ.ს. ”მოქალაქეთა და ქონების დაცვის სამსახური”-სათვის ოპერატიული

კავშირისათვის სამუშაო სიხშირეები სგამოყოფის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ”ქვეპუნქტის შესაბამისად

გადაწყვიტა:

1.გამოეყოს შ.პ.ს. ”მოქალაქეთა და ქონების დაცვის სამსახურს თბილისსა და მის შემოგარენში ოპერატიული კავშირისათვის რეპიტერის გამოყენებით სამუშაო სიხშირეები  (443,150448,150)მგჰც.

2.გაითვალისწინოს შ.პ.ს. ”მოქალაქეთა და ქონების დაცვის სამსახურმა” კომისიის ამ გადაწყვეტილების შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრული ნებართვების მიღების აუცილებლობა.

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურის უფროსს თ.ძაგნიძეს.

კომისიის თავმჯდომარე                               ვ.აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები