გადაწყვეტილება N 88 შ.პ.ს.” ზამექს ეს ა”-ს კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 88 / 2

გამოქვეყნების თარიღი მარტი 16, 2001

მიღების თარიღი მარტი 16, 2001

    შ.პ.ს.” ზამექს ეს ა”-ს   კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში  სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 391  მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.მოდიფიცირებულ იქნეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ზამექს ეს ა”-ს (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 24 ივნისის N5ა/4-2171  დადგენილებით):

ლიცენზია N1070 გაცემული 07.99წ.- მოქმედების ვადა 20.07.2009 წ.

ლიცენზიის სახე – სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობა

ლიცენზიის სახეობა - ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურება

ლიცენზიის საგანი - ფიჭური სატელეფონო ქსელით მომსახურება 1740-1747 და 1775-1785 მგჰც (მიღებაზე) და 1835-1842 და 1870-1880 მგჰც (გადაცემაზე) სიხშირულ დიაპაზონში;

2. მოდიფიცირებულ იქნეს N1070 ლიცენზია საკუთარი განცხადების თანახმად და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქრთველოს კანონის 391-ე მუხლის   მე-3 პუნქტის საფუძველზე განსაკუთრებული პირობებით გათვალისწინებული პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა განესაზღვროს 2001 წლის 1 დეკემბრამდე. 

3.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

4.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის თავმჯდომარე:                                          ვ.აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები