გადაწყვეტილება N 89 შ.პ.ს.” ზამექს ეს ა”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 89 / 5

გამოქვეყნების თარიღი მარტი 16, 2001

მიღების თარიღი მარტი 16, 2001

    შ.პ.ს.” ზამექს ეს ა”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა  და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში  სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება    „ზამექს ეს ა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 24 ივნისის N5ა/4-2171  დადგენილებით):

ლიცენზია N1070 გაცემული 07.99წ.- მოქმედების ვადა 20.07.2009 წ.

ლიცენზიის სახე – სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობა

ლიცენზიის სახეობა - ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურება

ლიცენზიის საგანი - ფიჭური სატელეფონო ქსელით მომსახურება 1740-1747 და 1775-1785 მგჰც (მიღებაზე) და 1835-1842 და 1870-1880 მგჰც (გადაცემაზე) სიხშირულ დიაპაზონში;

2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის თავმჯდომარე:                                          ვ.აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები