გადაწყვეტილება N 90 შ.პ.ს.” საქართველოს ტელეკომი”-ს კუთვნილი ლიცენზიების მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 90 / 2

გამოქვეყნების თარიღი მარტი 16, 2001

მიღების თარიღი მარტი 16, 2001

    შ.პ.ს.” საქართველოს ტელეკომი”-ს  კუთვნილი ლიცენზიების მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში  სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 391 მუხლის შესაბამისად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.მოდიფიცირებულ იქნეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საქართველოს ტელეკომი”-ს (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკის  რაიონული სასამართლოს 1996 წლის 22 აგვისტოს N5/4-726  დადგენილებით):

ლიცენზია N15 გაცემული 29.04.94 წ -  მოქმედების ვადა ათი (10) წ.

ლიცენზიის სახე - თანამგზავრული ან/და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება

ლიცენზიის სახეობა - საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურება თანამგზავრული სისტემის გამოყენებით

ლიცენზიის საგანი – საერთაშორისო კავშირგაბმულობის მომსახურება

ლიცენზია N15-ის დანართი – გამოეყო საერთაშორისო ოპერატორის კოდი 8-10, ხოლო ხელით მომსახურებაზე – ინდექსი 007.

ლიცენზია N852 გაცემული 15.03.99 წ - მოქმედების ვადა 12.02.2009 წ.

ლიცენზიის სახე - ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემითა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება

ლიცენზიის სახეობა – ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურება

ლიცენზიის საგანი – ადგილობრივი სატელეფონო ქსელებით მომსახურება

ლიცენზია N890 გაცემული 15.03.99 წ - მოქმედების ვადა 12.02.2009 წ.

ლიცენზიის სახე - ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემითა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება

ლიცენზიის სახეობა – ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მაგისტრალების სიმეტრიული, კოაქსიალური და ბიჭკოვან-ოპტიკური მაგისტრალებით მომსახურება

ლიცენზიის საგანი –  ზონალური და მაგისტრალური ქსელებით მომსახურება

ლიცენზია N893 გაცემული 15.03.99 წ - მოქმედების ვადა 12.02.2009 წ.

ლიცენზიის სახე - თანამგზავრული ან/და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება

ლიცენზიის სახეობა – მონაცემთა გადაცემითა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება თანამგზავრული სისტემის გამოყენებით

ლიცენზიის საგანი –  მონაცემთა გადაცემის ქსელით მომსახურება

2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

                        კომისიის  თავმჯდომარე:                                         ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები