გადაწყვეტილება N 93 შ.პ.ს.” საქართველოს ექსპრეს ფოსტა”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 93 / 5

გამოქვეყნების თარიღი მარტი 16, 2001

მიღების თარიღი მარტი 16, 2001

    შ.პ.ს.” საქართველოს ექსპრეს ფოსტა”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა  და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში  სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საქართველოს ექსპრეს ფოსტა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1996 წლის 6 თებერვლის N03/4/236  დადგენილებით):

ლიცენზია N691 გაცემული 07.08.98წ. - მოქმედების ვადა 15.06.2000 წ.

ლიცენზიის სახე – საფოსტო კავშირით მომსახურება

ლიცენზიის სახეობა – ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო გზავნილების მიღებით, გაგზავნით და დატარებით მომსახურება

ლიცენზიის საგანი – ა) ყველა სახის საფოსტო გზავნილებათა (წერილები, ბარათები, ბანდეროლები, ამანათები, ფულის გზავნილებები); ბ) ჟურნალ-გაზეთების მიღება და დაჩქარებული წესით გაგზავნა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ; გ) საქართველოს ფარგლებს გარედან შემოსული საფოსტო გზავნილებათა (წერილები, ბარათები, ამანათები, ფულის გზავნილებები); დ) საქართველოს ფარგლებს გარედან შემოსული ჟურნალ-გაზეთების ადრესატზე დაჩქარებული წესით ჩაბარება.                               

2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

                        კომისიის  თავმჯდომარე:                                 ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები