გადაწყვეტილება N 94 შ.პ.ს.” ზარი”-ს კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 94 / 2

გამოქვეყნების თარიღი მარტი 16, 2001

მიღების თარიღი მარტი 16, 2001

  შ.პ.ს.” ზარი”-ს კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში  სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 391 მუხლის შესაბამისად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.მოდიფიცირებულ იქნეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ზარი”-ს (რეგისტრირებული სამტრედიის რაიონული სასამართლოს 1996 წლის 27 აგვისტოს N49/4-75  დადგენილებით):

ლიცენზია N268 გაცემული 18.04.97w. - მოქმედების ვადა სამი (3) წ.

ლიცენზიის სახე – სიხშირული სპექტრის გამოყენებით  მომსახურება

ლიცენზიის სახეობა – საეთერო ტელერადიომაუწყებლობა

ლიცენზიის საგანი – მე-4 სატელევიზიო არხი 100 ვატი სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, 104 მგჰც რადიო სიხშირე – 100 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით (ქ. სამტრედია).

2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

                        კომისიის  თავმჯდომარე:                              ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები