გადაწყვეტილება N 96 შ.პ.ს.”ტელერადიოკომპანია-ბორჯომი”-ს კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 96 / 2

გამოქვეყნების თარიღი მარტი 16, 2001

მიღების თარიღი მარტი 16, 2001

    შ.პ.ს.”ტელერადიოკომპანია-ბორჯომი”-ს კუთვნილი ლიცენზიის მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში  სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 391 მუხლის შესაბამისად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.მოდიფიცირებულ იქნეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ტელერადიოკომპანია-ბორჯომი”-ს (რეგისტრირებული     ბორჯომის  რაიონული სასამართლოს 1995 წლის 26 დეკემბრის N24/4-19  დადგენილებით):

ლიცენზია N151 გაცემული 20.12.96, მოქმედების ვადა სამი (3) წელი

ლიცენზიის სახე – სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება;

ლიცენზიის სახეობა – საეთერო ტელერადიომაუწყებლობა;

ლიცენზიის საგანი – მე-7 სტელევიზიო არხი (183,25-189,75 მგჰც) გადამცემის სიმძლავრე 10 ვატი (ბორჯომი და მისი მიმდებარე ტერიტორია);

2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

                                    კომისიის  თავმჯდომარე:                             ვ.აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები