გადაწყვეტილება N 99 საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტისათვის საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 99 / 7

გამოქვეყნების თარიღი მარტი 16, 2001

მიღების თარიღი მარტი 16, 2001

 საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტისათვის  საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანაზე   ნებართვის გაცემის შესახებ

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად 

გადაწყვიტა:    

1.მიეცეს ნებართვა საქარველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტს შემოიტანოს საქართველოს  ტერიტორიაზე   მაღალსიხშირული  მოწყობილობები    ჩამონათვალის მიხედვით: 

          1. KENWOOD   TK-3107 -     (რაცია)               50ც.               

2.უზრუნველყოს საქარველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანისთანავე სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა შესაბამის მონაცემთა ბაზაში მათი აღრიცხვისათვის. 

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურის უფროსს  თ.ძაგნიძეს           

          

                        კომისიის თავმჯდომარე                    ვ.აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები