წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 104 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის საშტატო განრიგში ცვლილებების შეტანის შესახებ

ნომერი: 104 / 17

გამოქვეყნების თარიღი მარტი 19, 2002

მიღების თარიღი მარტი 19, 2002

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის

 საშტატო განრიგში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია  შეტანილ იქნეს  გარკვეული ცვლილებები (თან ერთვის)  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 13 ივლისის N 366/17 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ საშტატო განრიგში.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის შესაბამისად,  კომისიამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. დამტკიცდეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმოდგენილი საშტატო განრიგი ( დანართი 1 ).

2.კომისიის აპარატის ეკონომიკურმა სამსახურმა წარმოდგენილი საშტატო განრიგის შესაბამისად კომისიის ადმინისტრაციული სამსახურის მძღოლების და ელექტრო სპეციალისტის ხელფასის გაანგარიშება  მოახდინოს  2002 წლის 1 აპრილიდან.

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოთ ადმინისტრაციულ ( ი.ლორია) და ეკონომიკურ ( გ. ბუთბაია) სამსახურებს.

კომისიის თავმჯდომარე                                                       ვ. აბაშიძე
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები