წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 105 შპს “ მეგაკომსა ” და შპს “ მაგთიკომს ” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გა ფ ორმების თაობაზე დავის განხილვის შესახებ

ნომერი: 105 / 16

გამოქვეყნების თარიღი მარტი 20, 2002

მიღების თარიღი მარტი 20, 2002

შპს „მეგაკომსა” და შპს „მაგთიკომს” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დავის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში კომისია), განიხილა დავა შპს „მეგაკომსა” და შპს „მაგთიკომს”, როგორც ფიჭური კავშირგაბმულობის ოპერატორებს შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე. კომისია აღნიშნავს, რომ მხარეები თანხმდებიან  ურთიერთჩართვის ხელშეკრულების ძირითად პრინციპებზე, ხოლო ურთიერთჩართვის ხელშეკრულების კონკრეტული პირობების შეთანხმება მოხდება მხარეებს შორის ურთიერთმოლაპარაკების შედეგად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „თ” ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. უზრუნველყონ შპს „მეგაკომმა” და შპს „მაგთიკომმა” მათ შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეთანხმებული პროექტის ორი კვირის ვადაში კომისიისათვის წარდგენა.

2. დაეგზავნოს წინამდებარე გადაწყვეტილების ასლი შპს „მეგაკომსა” და შპს „მაგთიკომს”.

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიულ სამსახურს (ე.ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე:                               ვ.აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები