გადაწყვეტილება N 109 შ . პ . ს . “ ალკომი ”- სათვის ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 20, 2002
მიღების თარიღი მარტი 20, 2002
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა შპს „ალკომს” სატელეფონო-საცნობარო სამსახურით მომსახურების განსახორციელებლად ისარგებლოს 909 (ცხრა-ნული-ცხრა) ნუმერაციის რესურსით ქ. ბათუმში;
2. ნუმერაციის შესახებ ახალი კანონმდებლობის მიღების შემთხვევაში, შპს „ალკომი” ვალდებულია, ნუმერაციის რესურსის გამოყენება მოიყვანოს მიღებულ ნორმატიულ ბაზასთან შესაბამისობაში.
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ტექნიკურ სამსახურს (მ. გოთოშია).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
