გადაწყვეტილება N 110 კომპანია “ ტარო ბ . ვ . ი . ინვესტმენტ ინკ ” – ის საქართველოს წარმომადგელობის დირექტორის ბ - ნ მიხეილ ღოთვაძის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 01, 2002
მიღების თარიღი აპრილი 01, 2002
კომპანია „ტარო ბ.ვ.ი. ინვესტმენტ ინკ” ის საქართველოს წარმომადგელობის დირექტორის ბ-ნ მიხეილ ღოთვაძის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში კომისია) განიხილა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე კომპანია „ტარო ბ.ვ.ი. ინვესტმენტ ინკ”ის საქართველოს წარმომადგელობის დირექტორის ბ-ნ მიხეილ ღოთვაძის მიერ საქართველოს ადამინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1449 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომპანია „ტარო ბ.ვ.ი. ინვესტმენტ ინკ”ის საქართველოს წარმომადგელობის (შემდგომში „ტარო ინვესტი”, რეგისტრირებული ქ. თბილისი ვაკის რაიონის სასამართლოს მიერ 1996 წლის 28 ივნისის N 5/8-25 დადგენილებით, დირექტორი მიხეილ ღოთვაძე, დაბადებული 1965 წლის 28 მაისს, მცხოვრები ქ. თბილისი ი.აბაშიძის ქ. N56) სახელზე 2001 წლის 28 სექტემბერს გაცემულია ლიცენზია N 1303 საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას ბ-ნ მიხეილ ღოთვაძემ დააყენა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების შესახებ 2002 წ. 5 აპრილისათვის, დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის მიზნით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად კომისიამ
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს ბ-ნ მიხეილ ღოთვაძის შუამდგომლობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის გადადების შესახებ და დაინიშნოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა 2002 წ. 5 აპრილს, 16:00 საათზე.
2. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიულ (გ.კვერენჩხილაძე) სამსახურს.
კომისიის თავმჯდომარე: ვ.აბაშიძე
