წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 12 რუსეთის სატელევიზიო სადგურის PIATIGORSK - 1 STAVR – 11 TBK ( ADD ) წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ

ნომერი: 12 / 14

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 11, 2002

მიღების თარიღი იანვარი 11, 2002

რუსეთის სატელევიზიო  სადგურის  PIATIGORSK-1  STAVR – 11 TBK (ADD) წარმოდგენილი  ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე  თანხმობის გაცემის შესახებ  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განიხილა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურის წერილი  (11.05.01.       № UMS- 50/0938)  რუსეთის  სატელევიზიო სადგურისათვის PIATIGORSK-1  STAVR – 11 TBK (ADD) მინიჭებული არხის გამოყენების  შესახებ და

  გადაწყვიტა  :

     

1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს რუსეთის სატელევიზიო სადგურის PIATIGORSK-1  STAVR – 11 TBK (ADD) გამოყენებაზე (11.05.01. № UMS-50/0938  წერილის   დანართში  აღნიშნული  ტექნიკური მახასიათებლებით);

2. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო

სამსახურს (თ. ძაგნიძე).

            კომისიის თავმჯდომარე                                                                   ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები