გადაწყვეტილება N 13 კრასნოდარის მხარეში რადიოსარელეო ხაზების წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 11, 2002
მიღების თარიღი იანვარი 11, 2002
კრასნოდარის
მხარეში რადიოსარელეო ხაზების წარმოდგენილი ტექნიკური
მახასიათებლებით გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა
და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად
განიხილა რუსეთის რადიოსიხშირეთა
სახელმწიფო სამსახურის წერილი
(11.07.01. № UMS- 50/1370) კრასნოდარის მხარეში რადიოსარელეო
ხაზების სადგურებისათვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენების შესახებ და
გადაწყვიტა :
1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს კრასნოდარის მხარეში რადიოსარელეო ხაზების გამოყენებაზე (11.07.01. № UMS-50/1370 წერილის დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);
2. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო
სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
