წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 16 ქ . ვლადიკავკაზში რადიოსარელეო სადგურის “ VLADIKAVKAZ / ART - 1 RRL ” წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ

ნომერი: 16 / 14

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 15, 2002

მიღების თარიღი იანვარი 15, 2002

 ქ. ვლადიკავკაზში  რადიოსარელეო სადგურის „VLADIKAVKAZ/ART-1 RRL” წარმოდგენილი  ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე  თანხმობის გაცემის შესახებ  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განიხილა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურის წერილი             (17.09.01. № UMS- 50/1785) ქ. ვლადიკავკაზში  რადიოსარელეო სადგურისათვის „VLADIKAVKAZ/ART-1 RRL”  მინიჭებული სიხშირეების (12,793  და 12,849 გგჰც)  გამოყენების  შესახებ და

  გადაწყვიტა  :

     

1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს                        ქ. ვლადიკავკაზში  რადიოსარელეო სადგურის „VLADIKAVKAZ/ART-1 RRL” გამოყენებაზე (17.09.01. № UMS-50/1785  წერილის   დანართში  აღნიშნული  ტექნიკური მახასიათებლებით);

2. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო

სამსახურს (თ. ძაგნიძე).

           

კომისიის თავმჯდომარე                                                                   ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები