გადაწყვეტილება N 17 ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რადიოსარელეო სადგურის “ GROZNYI / KS - 1 RRL ” წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 15, 2002
მიღების თარიღი იანვარი 15, 2002
ჩეჩნეთის
რესპუბლიკის ტერიტორიაზე რადიოსარელეო სადგურის „GROZNYI/KS-1 RRL” წარმოდგენილი
ტექნიკური
მახასიათებლებით გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა
და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად
განიხილა რუსეთის რადიოსიხშირეთა
სახელმწიფო სამსახურის წერილი
(13.09.01. № UMS- 50/1770) ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რადიოსარელეო
სადგურისათვის „GROZNYI/KS-1
RRL” მინიჭებული სიხშირის (17727,5 მგჰც)
გამოყენების შესახებ და
გადაწყვიტა :
1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რადიოსარელეო სადგურის „GROZNYI/KS-1 RRL” გამოყენებაზე (13.09.01. № UMS-50/1770 წერილის დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);
2. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო
სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე