გადაწყვეტილება N 170 რუსეთის სატელევიზიო სადგურის BUDIENNOVSK STAVR – 38 TBK ( ADD ) წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 03, 2002
მიღების თარიღი მაისი 03, 2002
რუსეთის სატელევიზიო სადგურის BUDIENNOVSK STAVR 38
TBK (ADD) წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლებით
გამოყენებაზე
თანხმობის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ
განიხილა რუსეთის რადიოსიხშირეთა
სახელმწიფო სამსახურის წერილი (№
UMS- 50/2333 21.12.01) რუსეთის სატელევიზიო სადგურისათვის BUDIENNOVSK STAVR 38 TBK (ADD)
მინიჭებული არხის გამოყენების
შესახებ და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის
მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად
გადაწყვიტა :
1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს, რუსეთის სატელევიზიო სადგურის BUDIENNOVSK STAVR 38 TBK (ADD) გამოყენებაზე (2001 წლის 21 დეკემბრის № UMS-50/2333 წერილის დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);
2. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო
სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
