წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 177 მსო ფ ლიო ბანკის სატელეკომუნიკაციო ს ფ ეროს რეგულირების პროექტის საკონსულტაციო ნაწილის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

ნომერი: 177 / 17

გამოქვეყნების თარიღი მაისი 10, 2002

მიღების თარიღი მაისი 10, 2002

მსოფლიო ბანკის სატელეკომუნიკაციო სფეროს რეგულირების პროექტის საკონსულტაციო ნაწილის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ მსოფლიო ბანკის სტრუქტურული რეფორმების ხელშემწყობი კრედიტის ფარგლებში სატელეკომუნიკაციო სფეროს რეგულირების  პროექტის  საკონსულტაციო ნაწილის განსახორციელებლად კომისიის მიერ შემუშავებულია საკონსულტაციო მომსახურების ტექნიკური დავალება.

            კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიზნებისა და სატელეკომუნიკაციო სფეროს  რეგულირების პროექტის საკონსულტაციო ნაწილით გათვალისწინებული ამოცანებისა და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (მსოფლიო ბანკის ჯგუფი)  რეკომენდაციების შესაბამისად შემუშავებული მეთოდოლოგიით შეირჩევა 5-6 კომპანია, რომლებიც საკონსულტაციო მომსახურების ნაწილის საკონკურსო პირობების  შესაბამისად, განსაზღვრულ ვადაში წარადგენენ კონკრეტულ წინადადებებს (სატენდერო დოკუმენტებს), რის შემდგომაც მსოფლიო ბანკის პროცედურების მიხედვით გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია.

            ამასთანავე, კომისია აღნიშნავს, რომ მსოფლიო ბანკის საქართველოს საინსტიტუციო მშენებლობის განვითარების პროექტის განმახორციელებელ რგოლში ა/წლის 22 აპრილს დასრულდა მონაწილეობის მსურველ კომპანიათა პირველადი განაცხადების მიღება (15 კომპანიის სია მოხსენებით ბარათს თან ერთვის).

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ზემოთ აღნიშნული  პროცესის ეფექტური და დროული განხორციელებისათვის

გადაწყვიტა:

1.საერთაშორისო ურთიერთობათა მდივნის ა. ნაკაშიძის ინფორმაცია მსოფლიო ბანკის სატელეკომუნიკაციო სფეროს რეგულირების პროექტის საკონსულტაციო ნაწილის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ მიღებულ იქნას ცნობად (მოხსებენითი  ბარათი თან ერთვის);

2.დამტკიცდეს სატელეკომუნიკაციო სფეროს რეგულირების პროექტის  საკონსულტაციო მომსახურების წარმოდგენილი ტექნიკური დავალება (დანართი 1 თან ერთვის), სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით;

3.დამტკიცდეს საკონსულტაციო მომსახურების ტექნიკური დავალების შესაბამისად პირველად წინადადებათა შეფასების წარმოდგენილი კრიტერიუმები (დანართი 2 თან ერთვის);

4.დამტკიცდეს საკონსულტაციო მომსახურების თაობაზე პირველად განაცხადთა გაცნობისა და ტექნიკური დავალების შეფასების წარმოდგენის გრაფიკი (დანართი 3 თან ერთვის);

5.2002 წლის 1 ივლისამდე გაიგზავნოს მსოფლიო ბანკის საქართველოს საინსტიტუციო მშენებლობის განვითარების პროქტის განმახორციელებელ რგოლში შერჩეული 6 კომპანიის სათანადო მონაცემები (დანართი 4 თან ერთვის);

6.დაევალოს კომისიის აპარატის შესაბამის სამსახურებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკონსულტაციო მომსახურების ტექნიკური დავალების თაობაზე სრულყოფილი კომენტარების დროულად წარმოდგენას;

7.სამსახურებმა წარმოადგინონ შესაბამისი გეგმა-გრაფიკი პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ჩასატარებლად;

8.გამოქვეყნდეს ინფორმაცია web-გვერდზე პროექტის შესახებ, ტექნიკური დავალება (გ. რატიშვილი, ა. მიქელაძე).

9.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანს (ა.ნაკაშიძე);

კომისიის თავმჯდომარე:                                          ვ. აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები