ბრიტანული ჰუმანიტარული ორგანიზაცია “ჰალო ტრასტი”- სათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 10, 2005
მიღების თარიღი მაისი 14, 2002
“კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა ბრიტანულ ჰუმანიტარულ ორგანიზაცია “ჰალო ტრასტს” შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული ანგარიშფაქტურით (N 10489 19.04.02) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2. უზრუნველყოს ბრიტანულმა ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ “ჰალო ტრასტმა” აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვების მისაღებად;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
