წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 179 ევროკავშირის ევროკომისიის წარმომადგენლობისათვის საქართველოსა და სომხეთში მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 179 / 7

გამოქვეყნების თარიღი მაისი 14, 2002

მიღების თარიღი მაისი 14, 2002

ევროკავშირის ევროკომისიის წარმომადგენლობისათვის საქართველოსა და სომხეთში მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს ნებართვა ევროკავშირის ევროკომისიის წარმომადგენლობას საქართველოსა და სომხეთში შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული ანგარიშფაქტურით N 11490 07.05.02 (შეკვეთის ნომერი N 1136154)  გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.      უზრუნველყოს ევროკავშირის ევროკომისიის წარმომადგენლობამ საქართველოსა და სომხეთში აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვების მისაღებად;

3.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

  კომისიის  თავმჯდომარე                                        ვ. აბაშიძე

           

                       

 
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები