წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 19 8 - 65 ( რვა - ექვსი - ხუთი ) კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელე ფ ონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად კომერციულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

ნომერი: 19 / 10

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 15, 2002

მიღების თარიღი იანვარი 15, 2002

8-65 (რვა-ექვსი-ხუთი) კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად კომერციულ კონკურსში

გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ განცხადება 8-65 (რვა-ექვსი-ხუთი) კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ პრესაში გამოქვეყნდა კანონმდებლობის შესაბამისად საკონკურსო სხდომამდე ორი თვით ადრე. 

კომისია აღნიშნავს აგრეთვე, რომ თავდაპირველად კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოდგენილი იყო ორი განაცხადი შ.პ.ს.”რუსთავი 2 ონლაინისა” და შ.პ.ს.”აიეტისაგან”, მაგრამ მ/წლის 14 იანვარის N 4 წერილით შ.პ.ს.”აიეტმა” უარი განაცხადა კონკურსში მონაწილეობაზე.

კომისია ამასთანავე აღნიშნავს, რომ „კავშირგაბმულობის და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, შ.პ.ს.”რუსთავი 2 ონლაინის” მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება საკონკურსო მოთხოვნებს.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 362 მუხლის პირველი და მეთხუთმეტე პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. 8-65 (რვა-ექვსი-ხუთი) კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კომერციულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს „რუსთავი 2 ონლაინი”, რომელიც თანახმაა გადაიხადოს სალიცენზიო გადასახდელი 13 580 (ცამეტი ათას ხუთას ოთხმოცი) ლარი.

2. შპს „რუსთავი 2 ონლაინის” მიერ კანონმდებლობის შესაბამისად სალიცენზიო გადასახდელის 13 580 (ცამეტი ათას ხუთას ოთხმოცი) ლარის სრულად გადახდისას:

ა) 80%-ი ანუ 10 864 (ათი ათას რვაას სამოცდაოთხი)  ლარი მიიმართოს სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე:

- ბანკი: საქართველოს ეროვნული ბანკი;

- ა/ანგარიში: სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტის სპეცანგარიში N000141107;

- სახაზინო ქვეანგარიში: N 8001;

- კოდი: N220101107.

ბ) 20%-ი ანუ 2 716 (ორი ათას შვიდას თექვსმეტი) ლარი სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის 1 358 (ათას სამას ორმოცდათვრამეტი) ლარის გამოკლებით მიიმართოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშზე:

- ბანკი: სააქციო კომერციული ბანკი „თი-ბი-სი ბანკი”;

- ა/ანგარიში: N609326;

- კოდი: N220101830;

- საიდენტიფიკაციო კოდი N204953050.

3. შპს „რუსთავი 2 ონლაინმა” უზრუნველყოს  სალიცენზიო გადასახდელის გადახდა ა/წლის 15 თებერვლამდე.

4. დაევალოს კომისიის აპარატის საზოგადოებრივ ურთიერთობათა მდივანს (გ.რატიშვილი) კომერციული კონკურსის შედეგების საინფორმაციო უზრუნველყოფა.

5. კომისიის აპარატის საქმეთა მმართველმა (ი.ხარებავა) უზრუნველყოს შპს „რუსთავი 2 ონლაინისათვის” წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა.

6. დაევალოს კომისიის აპარატის ტექნიკურ სამსახურს (მ.გოთოშია) მ/წლის 22 იანვრის კომისიის სხდომაზე წარმოადგინოს გადაწყვეტილების პროექტი შპს „რუსთავი 2 ონლაინისათვის” 8-65 (რვა-ექვსი-ხუთი) კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ.

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოთ კომისიის აპარატის იურიდიულ (გ.კვერენჩხილაძე) და ეკონომიკურ (გ.ბუთბაია) სამსახურებს.

კომისიის თავმჯდომარე:                                                       ვ.აბაშიძე.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები