წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 212 ს / ს “ მადნეული ”- სათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 212 / 7

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 04, 2002

მიღების თარიღი ივნისი 04, 2002

ს/ს „მადნეული”- სათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს ნებართვა ს/ს „მადნეულს” შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული ანგარიშფაქტურით (N 2042  20.03.02)  გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.      უზრუნველყოს ს/ს „მადნეულმა” აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვების მისაღებად;

3.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

  კომისიის  თავმჯდომარე                                        ვ. აბაშიძე

           

                       

 
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები