წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 217 საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 217 / 7

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 07, 2002

მიღების თარიღი ივნისი 07, 2002

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მაღალსიხშირული  მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს ნებართვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული ანგარიშფაქტურით (N 4018630  05.06.02.)  გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.      აღირიცხოს მაღალსიხშირული მოწყობილობები კომისიის შესაბამის მონაცემთა ბაზაში;

3.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

  კომისიის  თავმჯდომარე                                        ვ. აბაშიძე

           

                       

 
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები