გადაწყვეტილება N 218 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 11 მაისის N286 / 11 და 2002 წლის 22 იანვრის N31 / 1 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 07, 2002
მიღების თარიღი ივნისი 07, 2002
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 11 მაისის N286/11 და 2002 წლის 22 იანვრის N31/1 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართეს შპს „რუსთავი 2 ონლაინმა” და სს „ეგრისმა”, რომელთაც ლიცენზიების საფუძველზე მინიჭებული აქვთ შესაბამისად 8-65 და 8-07 კოდები საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად. კომპანიები ითხოვენ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 11 მაისის N286/11 და 2002 წლის 22 იანვრის N31/1 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „ა” ქვეპუნქტისა და 491 მუხლის საფუძველზე კომისიამ
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2002 წლის 22 იანვრის N31/1 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) გადაწყვეტილების პირველ პუნქტში წინადადება „ნუმერაციის რესურსი: გამოეყოს საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირების დასამყარებლად კოდი 8-65 (რვა-ექვსი-ხუთი)” ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნუმერაციის რესურსი: გამოეყოს საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირების დასამყარებლად კოდი 8-07 (რვა-ნული-შვიდი)”;
ბ) შპს „რუსთავი 2 ონლაინი”-ს N1301 ლიცენზიის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გამოეყოს საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირების დასამყარებლად კოდი 8-07 (რვა-ნული-შვიდი)”;
2. კომისიის 2001 წლის 11 მაისის N286/11 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის 50-ე ქვეპუნქტში მითითებული კოდი - „8-07” , შეიცვალოს კოდით - „8-65”;
3. უზრუნველყონ შპს „რუსთავი 2 ონლაინმა” და სს „ეგრისმა” ნუმერაციის ახალი სისტემის დამდგენი ნორმატიული აქტის ამოქმედების შემდგომ მათ მიერ განხორციელებული საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოთ ტექნიკურ (მ.გოთოშია) და იურიდიულ (გ.კვერენჩხილაძე) სამსახურებს.
კომისიის თავმჯდომარე: ვ.აბაშიძე
