წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 22 შპს “ საქართველოს თრანქული სისტემა ”- სათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების ექსპლუატაციაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 22 / 7

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 18, 2002

მიღების თარიღი იანვარი 18, 2002

შპს „საქართველოს თრანქული სისტემა”-სათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების  ექსპლუატაციაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

  

    საქართველოს   კომუნიკაციების  ეროვნულმა  კომისიამ   „კავშირგაბმულობისა  და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად

 

გადაწყვიტა:

 

1.                  მიეცეს ნებართვა შპს „საქართველოს თრანქულ სისტემას” მაღალსიხშირული მოწყობილობების ექსპლუატაციაზე  დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით;

2. უზრუნველყოს  შპს   „საქართველოს  თრანქულმა  სისტემამ”    საჭიროების   

შემთხვევაში მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის მოქმედი     კანონმდებლობით  გათვალისწინებული   აუცილებელი ნებართვების მიღება;

 

3. აღირიცხოს  მაღალსიხშირული  მოწყობილობები შესაბამის მონაცემთა  ბაზაში;       

 

4. კონტროლი    აღნიშნული   გადაწყვეტილების    შესრულებაზე    დაევალოს   

            სამაუწყებლო სამსახურს (თ.ძაგნიძე).

   კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის  შემსრულებელი                                              დ. პატარაია                                                   

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები