გადაწყვეტილება N 221 შ . პ . ს . “ საქართველოს თრანქული სისტემის ” N 703 ლიცენზიისათვის ( თრანქული სისტემით მომსახურება ) ვადის გაგრძელების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 14, 2002
მიღების თარიღი ივნისი 14, 2002
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 1 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შ.პ.ს. „საქართველოს თრანქულ სისტემის” N 703 ლიცენზიას, 2012 წლის 29 ივლისამდე;
2. ლიცენზიის ვადის გაგრძელებაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 7 (შვიდი) სამუშაო დღის განმავლობაში სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის (7487,60 ლარი) 20 % ჩარიცხოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშზე, 10 % - საქართველოს ეროვნულ ბანკში, სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის გახსნილ სპეცანგარიშზე, 70 %-ის გადახდა მოხდეს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში;
3. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ტექნიკურ /მ.გოთოშია/ და იურიდიულ სამსახურს /გ. კვერენჩხილაძე/.
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
