გადაწყვეტილება N 23 შპს “ ტელეკომპანია თბილისი ”- სათვის მაღალსიხშირული მოწყობილობის ექსპლუატაციაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 18, 2002
მიღების თარიღი იანვარი 18, 2002
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა შპს „ტელეკომპანია თბილისს” საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-8 კორპუსში განთავსებული გადამცემის (UHF TV Transmitter TV-200/IV-V 58 ch. 200 W) და საანტენო სისტემის ექსპლუატაციაზე;
2. უზრუნველყოს შპს „ტელეკომპანია თბილისმა” საჭიროების შემთხვევაში მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული აუცილებელი ნებართვების მიღება;
3. შეტანილი იქნას გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრები შესაბამის მონაცემთა ბაზაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს
სამაუწყებლო სამსახურს (თ.ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი დ. პატარაია