გადაწყვეტილება N 232 ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლასთან დაკავშირებით შპს “ საქართველოს თრანქული სისტემის N 362 ლიცენზიის გაუქმების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 28, 2002
მიღების თარიღი ივნისი 28, 2002
ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლასთან დაკავშირებით
შპს „საქართველოს თრანქული სისტემის N 362 ლიცენზიის
გაუქმების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აღნიშნავს, რომ შპს „საქართველოს თრანქული სისტემის” N 362 ლიცენზიას გაუვიდა მოქმედების ვადა, რაც „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზიის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გაუქმდეს შპს „საქართველოს თრანქული სისტემის” N 362 ლიცენზია მოქმედების ვადის გასვლის გამო;
2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოთ ტექნიკურ (მ.გოთოშია) და იურიდიულ (გ.კვერენჩხილაძე) სამსახურებს.
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
