გადაწყვეტილება N 24 ქ . სოჭში უმავთულო დაშვების ქსელის სადგურების წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 18, 2002
მიღების თარიღი იანვარი 18, 2002
ქ.
სოჭში უმავთულო დაშვების ქსელის
სადგურების წარმოდგენილი
ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე
თანხმობის გაცემის
შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა
და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად
განიხილა რუსეთის რადიოსიხშირეთა
სახელმწიფო სამსახურის წერილი (01.08.01.
№ UMS- 50/1513) ქ. სოჭში უმავთულო
დაშვების ქსელის სადურებისათვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენების შესახებ და
გადაწყვიტა :
1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს ქ. სოჭში უმავთულო დაშვების ქსელის სადგურების გამოყენებაზე (01.08.01. № UMS-50/1513 წერილის დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);
2. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო
სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი დ. პატარაია