გადაწყვეტილება N 254 ქ . სოჭში “ SOCHIISKRA / KRAS KUB - GSM RRL ”, “ SOCHIADLER / KRS KUB - GSM RRL ”, აგრეთვე , კრასნოდარის მხარეში “ GOLOVINKA / KRAS KUB - GSM RRL ” და “ VARDANE / KRAS KUB - GSM RRL ” რადიოსარელეო სადგურების წარ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 12, 2002
მიღების თარიღი ივლისი 12, 2002
ქ. სოჭში „SOCHIISKRA/KRAS KUB-GSM RRL”, „SOCHIADLER/KRS KUB-GSM RRL”, აგრეთვე, კრასნოდარის მხარეში „GOLOVINKA/KRAS KUB-GSM RRL” და „VARDANE/KRAS KUB-GSM RRL” რადიოსარელეო სადგურების წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ განიხილა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურის წერილი (№ UMS-50/0501 13.03.02.) ქ. სოჭში „SOCHIISKRA/KRAS KUB-GSM RRL”, „SOCHIADLER/KRS KUB-GSM RRL”, აგრეთვე, კრასნოდარის მხარეში „GOLOVINKA/KRAS KUB-GSM RRL” და „VARDANE/KRAS KUB-GSM RRL” რადიოსარელეო სადგურებისათვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენების შესახებ და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად
გადაწყვიტა :
1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს ქ. სოჭში „SOCHIISKRA/KRAS KUB-GSM RRL”, „SOCHIADLER/KRS KUB-GSM RRL”, აგრეთვე, კრასნოდარის მხარეში „GOLOVINKA/KRAS KUB-GSM RRL” და „VARDANE/KRAS KUB-GSM RRL” რადიოსარელეო სადგურების გამოყენებაზე (2002 წლის 13 მარტის № UMS-50/0501 წერილის დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);
2. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო
სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე