გადაწყვეტილება N 255 ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 12, 2002
მიღების თარიღი ივლისი 12, 2002
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული ზედდებულებით (N 606-0022 0544 და N 235-9114 5445) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2. უზრუნველყოს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე